2014-10-15
ბრძანება №:188/01-01
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდოგმის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 3 ოქტომბრის #173/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’ 25-ე მუხლის პირველის პუნქტისა და თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებით დამტკიცებული “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის” საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 3 ოქტომბრის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდოგმის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ’’ №173/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. განისაზღვროს 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 16 - 17 ოქტომბერი.’’
2.
ბრძანების დაინტერესებულ პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3.
ბრძანება ძალაშია დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე მერაბ ელიაშვილი