2015-10-23
ბრძანება №:159/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტისათვის პერსონალის შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტისათვის პერსონალის შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტისათვის პერსონალის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 19 ოქტომბრის №137/02-01 ბრძანების მე-7 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტისათვის (მე-10 კორპუსი) პერსონალის შესარჩევად კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი- კომისიის თავმჯდომარე;
ბ)
დავით კაპანაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერი (კვების ობიექტები);
გ)
ლიკა კილაძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;
დ)
ეთერ ბლიაძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტისათვის პერსონალის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
3.
ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელძღვანელი დ. ჩომახიძე