2017-03-16
ბრძანება №:70/02-01
„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად კომისიის შექმნისა და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 16 ივნისის №70/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად კომისიის შექმნისა და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 16 ივნისის №70/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საფინანსო დეპარტამენტის ექსპერტის მურმან ცარციძის 2017 წლის 14 მარტის N3293/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს ცვლილება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად კომისიის შექმნისა და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 16 ივნისის №70/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)რომან ხარბედია – კომისიის თავმჯდომარე (საფინანსო დეპარტამენტის კონსულტანტი);
ბ) მურმან ცარციძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი);
გ) რუსუდან ნასარიძე – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე);
დ) ნანა ლობჟანიძე – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი);
ე) ერეკლე კუპატაძე - კომისიის წევრი (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი);
ვ) ვახტანგ არსენაძე – კომისიის წევრი (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი).“
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა