2017-09-15
ბრძანება №:179/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი პუნქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის,  მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ –   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს   2014 წლის  30 სექტემბრის №96 დადგენილების საფუძველზე,    

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2017 წლის 6 ოქტომბერს.
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი (2018 წლის 21 ოქტომბრამდე);
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი  (4 წლის ვადით);
გ)  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი  (4 წლის ვადით).
2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, 
  შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რამაზ ქურდაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) ცისმარი გავაშელი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
გ) გიორგი მახარობლიშვილი – იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
დ) გიორგი ჩაკვეტაძე - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ე) გვანცა ხასია – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის უფროსი სპეციალისტი;
ვ) ნინო ჭალაგანიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზ) გიორგი გოროშიძე – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
3.  დაევალოს საარჩევნო კომისიას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 6 ოქტომბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სათანადო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
5. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2017 წლის 18 სექტემბრის 10:00 საათზე და დასრულდეს 2017 წლის 27 სექტემბერს 18:00 საათზე (10 კალენდარული დღე).
6. დაევალოთ აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
7. კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  კანცელარიაში,   შემდეგ  მისამართზე:   ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი,   ოთახი  N114.
8. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.  ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.
12. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნუნუ ოვსიანიკოვას.
13. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით   დადგენილი   წესით,   ძალაში   შესვლის   დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის   საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).



რექტორი             გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება