2008-10-01
ბრძანება №:0

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე სრული პროფესორის დანიშვნის შესახებ (ბრძანება №25/01-03)

ბრძანება № 25 / 01-03
       01.10.2008 წ
  

 

  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე სრული პროფესორის დანიშვნის შესახებ                    

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის 74/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 29 აგვისტოს #116/02-01 ბრძანების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2008 წლის 14 ივლისის #64/01-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დაინიშნოს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 2 ოქტომბრამდე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

    კომპიუტერული მიმართულება
    ალექსანდრე გამყრელიძე

  2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ამავე ბრძანებით განსაზღვრულ პირთან;
  3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
  4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

   საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის #136 დადგენილება "ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტველო ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ".

 

 

   რექტორი, პროფესორი
                                     გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება