2018-02-05
ბრძანება №:24/01-01
„ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“ რექტორის 2012 წლის 24 იანვრის №02/01-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“ რექტორის 2012 წლის 24 იანვრის №02/01-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“ რექტორის 2012 წლის 24 იანვრის №02/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“.
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1.მიეცეთ უფლება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სწავლის სემესტრული საფასური (სასწავლო წლის გადასახადი თანხის ნახევარი) გადაიხადონ ეტაპობრივად შემდეგი წესით:“
გ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარის 11-ლი პუნქტი:
„11. მიეცეთ უფლება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურად მოწყვლად სტუდენტებს, სწავლის სემესტრული საფასური (სასწავლო წლის გადასახადი თანხის ნახევარი) გადაიხადონ ეტაპობრივად უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გრაფიკით, მათი მოთხოვნის შესაბამისად“.
დ)
ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.“
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე