2018-10-29
ბრძანება №:265/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავის, ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია  თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავის, ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების  შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,      54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის   მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ დემურ ჯალაღონიას  დეკანის 2018 წლის 18 მაისის  #10203/02 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2018 წლის  14 – 15 დეკემბერს  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის ,,თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავის’’ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა)  გიორგი შარვაშიძე - რექტორი- საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;

ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა -ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ჯგუფის წევრი;

გ) დემურ ჯალაღონია-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი,  ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის  მოადგილე;

დ) ნანა გაფრინდაშვილი-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - ჯგუფის წევრი;

დ) ანასტასია ზაქარიაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი - ჯგუფის წევრი;

ვ) თამარ ნუცუბიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - ჯგუფის წევრი;

ზ)   ბასილ ლურიე  - პროფესორი, აშშ,  -  ჯგუფის წევრი;

თ) კორნელია ჰორნი - პროფესორი, გერმანია -ჯგუფის წევრი;

ი) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - ჯგუფის წევრი;

კ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი -  ჯგუფის წევრი;

ლ) მაია გურაბანიძე - მუზეუმის დირექტორი, ჯგუფის წევრი;

მ) თამარ ებრალიძე - გამომცემლობის დირექტორი - ჯგუფის წევრი;

ნ) ნინო კაკულია -გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ რედაქტორი - ჯგუფის წევრი;

ო)ნანა მამაგულაშვილი-საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  უფროსი - ჯგუფის წევრი;

პ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი -  ჯგუფის წევრი;

ჟ) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციუო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  უფროსი - ჯგუფის წევრი;

რ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.

ს) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი -  ჯგუფის წევრი.

2.დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა (დანართი #1

3.დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.

4.დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.

6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება, შალვა ნუცუბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალი ფილმის ,,შალვა ნუცუბიძე’’ ჩვენება თსუ-ს I კორპუსში, სააქტო დარბაზში და  საზოგადოებრივ არხზე, საპატრიაქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნებაში’’.

7.დაევალოს მუზეუმის ადმინისტრაციას გამოფენის მოწყობა, შალვა ნუცუბიძე, ვეფხისტყაოსანი რუსულად, სტალინის ხელნაწერით-გორის მუზეუმიდან გამოთხოვა-გამოფენისათვის.

8.დაევალოს გამომცემლობას საერთაშორისო ჟურნალის ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“-ს #8, საერთაშორისო კონფერენციის მასალების (მოხსენებების) გამოქვეყნება, ,,შალვა ნუცუბიძე, შუა საუკუნეების ფილოსოფია, მონოგრაფია’’-ს,  მოსაწვევების, პროგრამის, პლაკატის დაბეჭდვა.

9.დაევალოს ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას ბიბლიოთეკის ფოიეში შალვა ნუცუბიძის ნაშრომების  გამოფენა და მუზეუმისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა.

10.კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.

11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.

12.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

13.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                                                                           გიორგი შარვაშიძე


« უკან დაბრუნება