2015-09-28
ბრძანება №:1093/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებით დამტკიცეული ,,დოქტორანტრის მინიმალური სტანდარტის’’  მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის,  "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 21 სექტემბრის №34314/02, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 24 სექტემბრის №35672/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 25 სექტემბრის №35807, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 24 სექტემბრის №35662/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 24 სექტემბრის №35671, თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილის 2015 წლის 24 სექტემბრის №35611/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 24 სექტემბრის №35666/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის  22 სექტემბრის №34926/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად შემდეგი დოქტორანტობის კანდიდატები:


1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტი (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6).
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)

2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 



რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება