2012-02-29
ბრძანება №:25/02-01
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 სასწავლო კორპუსში დაგროვილი ქიმიური რეაქტივების და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებების (მათ შორის უვარგისი) დახარისხების, შენახვის და უვარგისი ნივთიერებების განადგურების მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გ. გორაშვილის 2012 წლის 20 თებერვლის #3602/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 სასწავლო კორპუსში დაგროვილი ქიმიური რეაქტივების და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებების (მათ შორის უვარგისი) დახარისხების, შენახვის და უვარგისი ნივთიერებების განადგურების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნუნუ ლაბარტყავა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თეა ლობჟანიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე – (კომისიის მდივანი);
გ) რამაზ ბოჭორიშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - (კომისიის წევრი);
დ) მაია რუსია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - (კომისიის წევრი);
ე) რუსუდან ვარდიაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - (კომისიის წევრი);
ვ) ელიზა მარქარაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - (კომისიის წევრი);
ზ) ელენე კაცაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - (კომისიის წევრი);
თ) მელსი სილაგაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი - (კომისიის წევრი);
ი) გიორგი გორაშვილი – დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი (კომისიის წევრი);
კ) ზურა ჩიხრაძე – დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მრჩეველი (კომისიის წევრი);
ლ) ირაკლი ალავერდაშვილი – დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი).
2. დაევალოს კომისიას უზრუნველყოს უნივერსიტეტის მე-2 სასწავლო კორპუსში დაგროვილი ქიმიური რეაქტივების და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებების
დახარისხება, შენახვა და არსებობის შემთხვევაში უვარგისი ნივთიერებების დადგენილი წესით განადგურება.
3. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება