2016-06-30
ბრძანება №:113/01-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „ფიზიკა მომავალ კოილაიდერებზე“ ორგანიზებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „ფიზიკა მომავალ კოილაიდერებზე“ ორგანიზებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქრათველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
2016 წლის 17 – 21 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „ფიზიკა მომავალ კოილაიდერებზე“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
1.1
მერაბ ელიაშვილი - თსუ რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
1.2
მიხეილ ნიორაძე - მეფი-ს დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილე;
1.3
ჯემალ ხუბუა - მეფი-ს მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, თავმჯდომარის მოადგილე;
1.4
ერმი ქემოკლიძე - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
1.5
გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
1.6
გელა დევიძე - მეფი-ს მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
1.7
ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
1.8
ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
1.9
არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
1.10
გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
1.11
ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
1.12
სერგო სანაძე - თსუ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი.
2.
დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და მათი ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის 2016 წლის ბიუჯეტში საკონფერენციო ხარჯებისთვის გამოყოფილი 15 000 ლარის გამოყენებით (დანართი № 1).
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს ამ
ღონისძიებისა სათანადოდ გაშუქება.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს
უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, პროფესორი
დარეჯან თვალთვაძე
« უკან დაბრუნება