2016-06-17
ბრძანება №:98/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ შექმნისა და პროექტის საკოორდინაციო საბჭოს დამტკიცების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ შექმნისა და პროექტის საკოორდინაციო საბჭოს დამტკიცების თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებისა და რე-ავტორიზაციისა და რე-აკრედიტაციის პროცედურებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის მიზნით, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ურთიერთთანამშრომლობის საწყისებზე შეიქმნას შიდასაუნივერსიტეტო პროექტი „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“.
2. პროექტის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას პროექტის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) დარეჯან თვალთვაძე - რექტორის მოვალეობის შემსრულებელი (საბჭოს თავმჯდომარე);
ბ) თამარ ვეფხვაძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (თავმჯდომარის მოადგილე);
გ) დალი კანდელაკი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს წევრი);
დ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს წევრი);
ე) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (საბჭოს წევრი);
ვ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (საბჭოს წევრი);
ზ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (საბჭოს წევრი);
თ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი (საბჭოს წევრი);
ი) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი (საბჭოს წევრი);
კ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი (საბჭოს წევრი);
ლ) ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი (საბჭოს წევრი);
მ) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (საბჭოს წევრი);
ნ) მაგდა ალანია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (საბჭოს წევრი);
ო) რევაზ ჯორბენაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (საბჭოს წევრი);
პ) მანანა მელიქიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (საბჭოს წევრი);
ჟ) ეთერ ხარაიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (საბჭოს წევრი);
რ) დავით ბოსტოღანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (საბჭოს წევრი);
ს) ნინო ჩიხლაძე - მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (საბჭოს წევრი).
3. პროექტის საკოორდინაციო საბჭოს დაევალოს პროექტის სამუშაო გეგმის შექმნა და სამუშაო ჯგუფების ფორმირება.
4. პროექტის ძირითად ამოცანებად განისაზღვროს:
ა) სასწავლო პროგრამების მონიტორინგი და მათი შესაბამისობა აკრედიტაციის სტანდარტებთან;
ბ) უნივერსიტეტის დარგობრივი განვითარების კონცეფციების შემუშავება;
გ) ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის განვითარებისთვის ხელშეწყობა შიდასაუნივერსიტეტო რესურსების მობილიზებითა და სამეცნიერო დაწესებულებებთან, პროფესიულ გაერთიანებათა და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
5. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ შექმნის შესახებ“ რექტორის 2008 წლის 08 თებერვლის N07/01-01 და „შიდასაუნივერსიტეტო პროექტის ,,სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია” სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2008 წლის 13 მარტის N15/01-01 ბრძანებები.
6. წინამდებარე ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე