2018-07-20
ბრძანება №:203/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის შესარჩევი კომისიის და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის  შესარჩევი კომისიის და  კომისიის მუშაობის წესის  დამტკიცების  შესახებ 

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის  და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,  ამავე მუხლის  მე-2 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 12 ივლისის N190/02-01 ბრძანების მე-7 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 13 ივლისის N193/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის” კონსულტანტის  შესარჩევად კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ხათუნა ცხადაძე - სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ირმა გრძელიძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;
გ)  თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
დ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი -  კომისიის წევრი; 
ე) დემეტრე ეგნატაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი -კომისიის წევრი;
ვ) უჩა  გოგიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი  - კომისიის წევრი;
ზ) ეთერ ბლიაძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი.  

2. დამტკიცდეს თსუ „კარიერული განვითარების ცენტრის” კონსულტანტის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
3. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის  შემსრულებელი, 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                                                                     ლ. საღინაძე
              

« უკან დაბრუნება