2012-12-03
ბრძანება №:156/02-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ”, ,,ნ” ქვეპუნქტების  და  მე-2 პუნქტის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დაინიშნონ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებად ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში უნივერსიტეტის შემდეგი თანამშრომლები დანართში წარმოდგენილი სიის შესაბამისად  (დანართი  №1);
2. მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მატერიალურად პასუხისმგებელმა პირებმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მათ პასუხისმგებლობაში არსებული მატერიალური ფასეულობების გადაბარება ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე;
3. საგრანტო პროექტის ხელმძღვანელებმა, მატერიალურად პასუხისმგებელმა პირებმა და ფაკულტეტების რესურსების მართვის სამსახურის უფროსებმა საგრანტო პროექტის ვადის დამთავრებისთანავე უზრუნველყონ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მატერიალური ფასეულობების გადაცემა უნივერსიტეტისათვის. შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა თავისდროულად უზრუნველყოს გადმოცემული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და მიმაგრება მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე;
4. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან გაუქმდეს "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №176/02-01 ბრძანება.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს;
6. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
7. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
8. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება;
9.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                               დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება