2011-03-01
ბრძანება №:273/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების გადმოყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ

სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების გადმოყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56–ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ"  №10/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის №04-1526 (25.02.11), №04-1616 (28.02.11) და №04-1631 (01.03.11) დასკვნების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ  2010-2011 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში  სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  გადმოყვანის წესით სტუდენტები, ფაკულტეტების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6).

2.  ჩაირიცხოს დანართ 4-ში “ბიზნესის ადმინისტრირების”  სამაგისტრო პროგრამაზე მე-2 ნომრად მითითებული მარიამ ბოკუჩავა ბაკალავრის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის სამომავლოდ წარმოდგენის პირობით.
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.            
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
5.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორი                                                                          ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება