2008-09-24
ბრძანება №:0

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე ასისტენტ-პროფესორთა დანიშვნის შესახებ (ბრძანება №22/01-03)

ბრძანება № 22 / 01-03
       24.09.2008 წ
 

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე ასისტენტ-პროფესორთა დანიშვნის შესახებ



საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის 74/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 29 აგვისტოს #116/02-01 ბრძანების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2008 წლის 11 ივნისის #41/01-01 ბრძანების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" 2008 წლის 11 ივნისის #41/01-01 ბრძანებაში ტექნიკური უზუსტობების გასწორების შესახებ" რექტორის 2008 წლის 26 ივნისის #45/01-01 ბრძანების საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


  1. დაინიშნონ 2008 წლის 24 სექტემბრიდან 2010 წლის 25 სექტემბრამდე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე დანართი 1-ით განსაზღვრული პირები;
  2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი    1-ით განსაზღვრულ პირებთან;
  3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
  4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  

საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის #132 დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ -პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ".

 

   რექტორი, პროფესორი
          გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება