2014-03-17
ბრძანება №:46/01-01

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გივი გაჩეჩილაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,მხატვრული თარგმანი - ერებისა და ლიტერატურის შეხვედრის ადგილი’’ ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9  და მე-12 პუნქტების,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 17 დეკემბრის  №39000/02 და 2014 წლის 07 თებერვლის №3531/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გივი გაჩეჩილაძის 100 წლის იუბილესადმი  მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,მხატვრული თარგმანი - ერებისა და ლიტერატურის შეხვედრის ადგილი’’ ფარგლებში დაგეგმილი საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით  შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა  - რექტორი, აკადემიკოსი, - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე; 
ბ) გიორგი კვესიტაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი - საორგანიზაციო კომისიის თანათავმჯდომარე;
გ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
დ) რისმაგ გორდეზიანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) ელგუჯა ხინთიბიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) აპოლონ სილაგაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) რევაზ გაჩეჩილაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) მანანა გელაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) მანანა რუსიეშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) ინესა მერაბიშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) დალი ფანჯიკიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ირმა რატიანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ) თინათინ მარგალიტაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ) ნინო წერეთელი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ს) ზაზა გაჩეჩილაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ტ) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
უ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ფ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი; 
ქ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ღ) ნინო კაკულია - გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ყ) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი -  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
შ) მაია გურაბანიძე - მუზეუმის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჩ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი.
2. დავალოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არაუმეტეს                  8700 ლარის ფარგლებში.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს არაუმეტეს 8700  ლარის გამოყოფა დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. 
4.  დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და  გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“   გივი გაჩეჩილაძის 100 წლის იუბილესა და მისთვის  მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გაშუქება.
6. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას (2014 წლის სექტემბრამდე) გივი გაჩეჩილაძის საუნივერსიტეტი სახელმძღვანელოს ,,მხატვრული თარგმანის თეორიის შესავალი“, მისივე თარგმანების კრებულის, ბიოგრაფიული ნარკვევისა  და ბიობიბლიოგრაფიის გამოცემა.
7. დაევალოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს უცხოელი სტუმრების მიღებისა და გაცილების ორგანიზების უზრუნველყოფა.
8. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმს გივი გაჩეჩილაძის წიგნების, ფოტოებისა  და ხელნაწერების  გამოფენის   ორგანიზება. 
9. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
11.  ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი                                                                             ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება