2014-01-17
ბრძანება №:08/01-01

"სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ყოფილი ფილიალის სტუდენტების დოკუმენტაციის განხილვისა და მათთვის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით ფაკულტეტების შესაბამისად კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 20 დეკემბრის №127/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 20 დეკემბრის №127/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ა.ე" ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   "ა.ე) ნატალია ბარათელი _ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე".

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი     ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება