თსუ ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების ღონისძიებათა შესახებ (ბრძანება N112/02-01)
თსუ ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების ღონისძიებათა შესახებ
`უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად
ვბრძანებ:
1 ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას ერთიანი საუნივერსიტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
შოთა მინდელი (კომისიის თავმჯდომარე)
დარეჯან თვალთვაძე
ნოდარ ბელქანია
რამაზ ბოჭორიშვილი
ჯამლეტ ჯანჯღავა
დავით კერესელიძე
ალექსანდრე ცისკარიძე
მერაბ სვანაძე
რომან ხარბედია
2. კომისიას დაევალოს:
ა. შეიმუშავოს ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების ფონდის ფაკულტეტებს შორის გადანაწილების ერთიანი წესები;
ბ. უზრუნველყოს თანხის გადანაწილება ფაკულტეტებიდან წარმოდგენილი სიების შესაბამისად;
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიალურად. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სულ მცირე 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა ნახევარზე მეტი.
4. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის, ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტში”, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა
« უკან დაბრუნება