2013-04-01
ბრძანება №:713/01-04
ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათაA ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტმა განიხილა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 26 თებერვლის #5138/02 წერილი, რომლითაც ითხოვდა სტუდენტთათვის სამჯერ ერთი და იმავე საგანში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტატუსის შეწყვეტის ბრძანების გამოცემას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. წარმოების შედეგად დადგინდა, რომ წერილში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, ნამდვილად ჰქონდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, მათ რექტორის 2013 წლის 11 მარტის #485/01-04 ბრძანებით შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი. სტუდენტთა ნაწილის მიმართ, სპეციალობის შეცვლის გამო, არ გამოიცა სტატუსის შეწყვეტის ბრძანება, ხოლო სტუდენტთა ნაწილს განესაზღვრათ ვადა სპეციალობის შესაცვლელად. თუმცა, ნაწილმა არ მომართა თსუ-ს დადგენილ ვადებში სპეციალობის შეცვლის მოთხოვნით, შესაბამისად, მათ უნდა შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 26 თებერვლის #5138/02 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, დანართი #1-ში მითითებულ ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს (დანართი #1).
2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (1 დღის ვადაში).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება