2012-12-10
ბრძანება №:165/01-01
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიებისათვის ღვაწლმოსილ მეცნიერთა სახელების მინიჭების თაობაზე
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიებისათვის ღვაწლმოსილ მეცნიერთა სახელების მინიჭების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ტატიშვილის 2012 წლის 6 აგვისტოს №18777/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის შემდეგ ლაბორატორიებს მიენიჭოთ ღვაწლმოსილ მეცნიერთა სახელები:
ა) არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორიას – აკადემიკოსი ჯონდო ჯაფარიძის სახელი;
ბ) რადიაციული ქიმიის ლაბორატორიას – პროფესორი ელენე ნანობაშვილის სახელი;
გ) ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორიას – პროფესორი გიორგი აგლაძის სახელი;
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება