2014-09-23
ბრძანება №:130/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ირმა ხარშილაძის 2014 წლის 15 სექტემბრის №30271/02 წერილის  საფუძველზე,        
   
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:    

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ საგანში მომზადების წლიური საფასური 2014 – 2015 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა – 700 ლარის ოდენობით;
ბ) ზოგადი უნარები – 700 ლარის ოდენობით;
გ) უცხო ენა – 700 ლარის ოდენობით;
დ) მათემატიკა – 700 ლარის ოდენობით;
ე) საქართველოს ისტორია – 700 ლარის ოდენობით;
ვ) ფიზიკა – 700 ლარის ოდენობით;
ზ) ქიმია – 700 ლარის ოდენობით;
თ) ბიოლოგია – 700 ლარის ოდენობით;
ი) გეოგრაფია – 700 ლარის ოდენობით. 

2. 2 (ორი) ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცეს შესაძლებლობა სწავლის საფასური დაფაროს ეტაპობრივად. პირველი ნაწილის დაფარვის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 15 ოქტომბრამდე. მეორე ნაწილის დაფარვის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 31 დეკემბრამდე.
3. 3 (სამი) საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 95%-ის ოდენობით.
4. 4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 90%-ის ოდენობით.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ვებ-გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი             დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება