2016-01-25
ბრძანება №:08/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტების (კონსულტანტის) შესარჩევად შიდა კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტების  (კონსულტანტის) შესარჩევად შიდა კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 29 დეკემბრის    №213/02-01 ბრძანების, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კოორდინატორის თ. მთვარელიძის 2016 წლის 15 იანვრის №1155/02 წერილის საფუძველზე 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს შიდა კონკურსი თსუ-ს სტუდენტებისათვის სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტების (კონსულტანტი) შესარჩევად (2 ვაკანსია). 
2. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) უნდა   იყოს   თსუ   სტუდენტი   (უპირატესობა  მიენიჭებათ ბაკალავრიატის
დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის საფეხურის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს);
ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენას);
გ) კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
დ) სოციალურ ქსელებთან მუშაობის უნარი.
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის pdf ვერსია) ელქტრონულად;
ბ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ; 
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი. 
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ;
5. აპლიკანტები (ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს) წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ)  და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
6. შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. 
7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტების  (კონსულტანტი)  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია  და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1).
8. საბუთები უნდა იქნეს გადმოგზავნილი  2016 წლის 26 იანვრიდან 2016 წლის პირველი თებერვლის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge  სათაურის ველში უნდა მიუთითოს "მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტების  (კონსულტანტი)." 
9. დაევალოს  თსუ ფაკულტეტებს ბრძანების "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტების (კონსულტანტი) შესარჩევად შიდა კონკურსის გამოცხადების შესახებ" განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ფაკულტეტების ნაწილში. 
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

   
    ადმინისტრაციის ხელძღვანელის 
   მოვალეობის შემსრულებელი,
      ადმინისტრაციის ხელძღვანელის მოადგილე                   ე. ქემოკლიძე                                           

« უკან დაბრუნება