2020-06-25
ბრძანება №:97/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 02 ივნისის N62/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 02 ივნისის N62/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57- ემუხლის, 63-ე მუხლის, ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,პ’’, ,,ჟ“, ,,რ“, ,,ს“ პუნქტების,მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2020 წლის 25 ივნისის N7978/32 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 02 ივნისის N62/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსიის მქონე მე-7 ნომერი:
,,7. ლალი წიქრიძე - თსუ მედიცინის ფაკულტეტის თერაპევტი სტომატოლოგი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის რენდგენოდიაგნოსტიკურ განყოფილებაში არსებული N3261554 დოზიმეტრის რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე