2010-03-16
ბრძანება №:51/02-01

ოლივიე ბლანშარის წიგნის "მაკროეკონომიკის" თარგმანზე (ინგლისურიდან ქართულ ენაზე) კონკურსის გამოცხადების შესახებ

ოლივიე ბლანშარის წიგნის "მაკროეკონომიკის" თარგმანზე (ინგლისურიდან ქართულ ენაზე) კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.    გამოცხადდეს კონკურსი ოლივიე ბლანშარის წიგნის "მაკროეკონომიკის"  თარგმანზე (ინგლისურიდან ქართულ ენაზე)   2009 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების (S-GE800-09-GR-097) ფარგლებში;
2.    საკონკურსო პირობები განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) წიგნი  ითარგმნოს ორიგინალის ენიდან.

ბ)  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მთარგმნელმა უნდა შეავსოს და წარმოადგინოს გამომცემლობის  ვებ-გვერდზე განთავსებული საგანაცხადო ფორმა, ასევე გამომცემლობიდან მიღებული ნიმუშის (ოლივიე ბლანშარის წიგნიდან  "მაკროეკონომიკა" გამომცემლობის მიერ შერჩეული 2 გვერდი) თარგმანი.

გ) თარგმანი შესრულდეს ყოველგვარი შემცირებებისა და შესწორებების გარეშე, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული ქართულით და გამომცემლობას მიეწოდოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ელექტრონული ვერსიის სახით. მთარგმნელებმა  გაითვალისწინონ გამომცემლობის ტექნიკური რეკომენდაციები (ფონტები, შრიფტის ზომები, ინტერლინიაჟი და სხვ.).

დ) გამომცემლობას  მიეწოდოს სტილისტურად გამართული თარგმანის  ელექტრონული ვერსია გამომცემლობის მიერ შემუშავებული ტექნიკური რეკომენდაციების (ფონტები, შრიფტის ზომები, ინტერლინიაჟი და სხვ.) დაცვით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.



ე) საგანაცხადო ფორმაში აისხოს შემდეგი პუნქტები:

    1)    განაცხადის ფორმა
    2)    გამომცემლობის ელექტრონულ საიტზე განთავსებული ნიმუშის თარგმანი
    3)    მთარგმნელის  CV ინგლისურ ენაზე
    4)    კონკურსანტის  მიერ შესრულებული და უკვე გამოცემული თარგმანების ნუსხა

         კონკურსზე განაცხადი მიიღება 2010 წლის 26 მარტის 15.00 საათამდე
    მისამართზე  თსუ IV კორპუსი, ჭავჭავაძის 14, მე–4 სართული, საკონტაქტო ტელეფონი  251–432;  290–849;  ელ-ფოსტა  tamar.gulbani@tsu.ge

3.     ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4.    ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე
;
5.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თსუ გამომცემლობის დირექტორს (თ. ებრალიძეს) და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებას;
6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: თსუ გამომცემლობის დირექტორის წერილი №6540/02 15.03.2010წ.









ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                  რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება