2010-09-17
ბრძანება №:1252/01-04

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 27 აპრილის №3/141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 12 დეკემბრის №2011/04 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 27 აპრილის №3/141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 12 დეკემბრის №2011/04 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე


ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 59–ე მუხლის, 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ლევან ალექსიძის 2010 წლის 7 სექტემბრის №20493/2 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 27 აპრილის №3/141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“  2008 წლის 12 დეკემბრის №2011/01–04 ბრძანებაში:

    ა) პირველი მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    ,,1. შეტანილ იქნეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 27 აპრილის №3/141 ბრძანებაში და სადისერტაციო თემის ხელმძღვანელებად დაინიშნოს:“.

    ბ) პირველი მუხლის მე–3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

  2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)
  7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს  დავით ჩომახიძეს.





რექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                       ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება