2010-03-18
ბრძანება №:54/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში გახმოვანების აპარატურის სპეციალისტის შერჩევის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში გახმოვანების აპარატურის სპეციალისტის შერჩევის შესახებ


უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის გახმოვანების აპარატურის სპეციალისტის შესარჩევად.
2. კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
  ა) განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე;
  ბ) ავტობიოგრაფია ( cv );
  გ) პირადობის მოწმობის ასლი;
  დ) დიპლომის ასლი;
  ე) პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატები /ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  ვ) ცნობა პროფესიული საქმიანობის შესახებ;      
3. კონკურსის შედეგად შერჩეული სპეციალისტის შრომის ანაზღაურების ოდენობა  და სხვა პირობები აისახოს შრომით ხელშეკრულებებში;
4. შეიქმნას კომისია  სპეციალისტის შესარჩევად და  დამტკიცდეს კომისიის    მუშაობის წესი;
5. საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 16 მარტიდან 2010 წლის 19 მარტის ჩათვლით თსუ-ს  II კორპუსში (ი .ჭავჭავაძის გამზ. №3, ოთახი 158 900სთ-დან 1800სთ-მდე); 
6. გასაუბრება ჩატარდება 2010 წლის 22 მარტს თსუ II კორპუსში 1600სთ -ზე
7. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
8. ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე და www.hr.com.ge-ზე;



9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის წერილი № 06131/02 11.03..2010წ.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                  რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება