2012-07-09
ბრძანება №:10/01-03

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად თამარ ვეფხვაძის დანიშვნის შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად თამარ ვეფხვაძის დანიშვნის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს  შრომის კოდექსის" მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-6 მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების, 31-ე მუხლის პირველი ნაწილის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2012 წლის 27 ივნისის #31/04 ერთობლივი ბრძანების, თამარ ვეფხვაძის 2012 წლის 9 ივლისის #16438/02 განცხადების საფუძველზე,
 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დაინიშნოს 2012 წლის 9 ივლისიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე თამარ ვეფხვაძე ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად და განესაზღვროს თანამდებობრივი სარგო თვეში 2600 (ორიათას ექვსასი) ლარის ოდენობით.
2.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული       სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
3.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                            ალექსანდრე კვიტაშვილი


« უკან დაბრუნება