2016-09-21
ბრძანება №:14/04

,,ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის, მის სტუდენტთა და თანამშრომელთათვის მიყენებული ზარალის გამო დახმარების აღმოსაჩენად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 14 ივლისის N23/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


,,ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის, მის სტუდენტთა და თანამშრომელთათვის მიყენებული ზარალის გამო დახმარების აღმოსაჩენად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 14 ივლისის  N23/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


      ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,   24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის, მის სტუდენტთა და თანამშრომელთათვის მიყენებული ზარალის გამო დახმარების აღმოსაჩენად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 14 ივლისის N23/04 ბრძანებაში და  აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,ა. ერმი ქემოკლიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;”
,,გ. რამაზ ხომერიკი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფალულტეტის დეკანი, კომისიის წევრი.”

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.



3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კილომეტრი 6).



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 
პროფესორი                                                                                             დარეჯან თვალთვაძე 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი                                                                       ერმი ქემოკლიძე

« უკან დაბრუნება