2020-02-05
ბრძანება №:30/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის -  უფროსი მეცნიერი თანამშრომლების    და მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობებზე  გამოცხადებული კონკურსის  შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების  მე- 8 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის   და   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის   მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 25 დეკემბრის N23/04 ერთობლივი ბრძანების და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის რამაზ აბესაძის 2020 წლის 3 თებერვლის N1643/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2020 წლის 30 იანვრის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების  და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

მაკროეკონომიკის, მდგრადი  განვითარებისა  და ფინანსების განყოფილება:
თეა ლაზარაშვილი  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული;

ბიზნესის  პრობლემათა კვლევის განყოფილება:
თეიმურაზ  გოგოხია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილება:
ლია თოთლაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;

სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება:
ნინო  ჟორჟიკაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5  საშტატო ერთეული;

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება   პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ნინო ოკრიბელაშვილი

« უკან დაბრუნება