2010-02-05
ბრძანება №:07/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის თარიღების დამტკიცების შესახებ

ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში
2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის თარიღების დამტკიცების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლისა და მე-2 პუნქტის; აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის 173-ე დადგენილებით დამტკიცებული "დოქტორანტურაში მიღების წესის"      მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის, 7.3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის თარიღები:
1.1    დოქტორანტურაში საბუთების მიღება განხორციელდეს 4-17თებერვალს ყოველდღე  შაბათ-კვირის  გარდა  ფაკულტეტის  მიმღებ  კომისიაში.
1.2    საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში დაინიშნოს 19 თებერვალს.
1.3    გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 20 თებერვალს.
1.4    სააპელაციო განცხადებების  მიღება განხორციელდეს 22 თებერვალს.
1.5    კონკურსანტთა შეხვედრა სააპელაციო კომისიასთან შედგეს            23 თებერვალს.
1.6    კომისიასთან გასაუბრება შედგეს 24-25 თებერვალს.
1.7    ფაკულტეტებმა საგამოცდო ცენტრში გასაუბრების შედეგები წარმოადგინონ 26 თებერვალს.
2.    დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს         ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3.    ბრძანება განთავსდეს თსუ ვებ-გვერდზე და გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში".
4.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი
                                                                                       გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება