2013-10-22
ბრძანება №:129/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველთათვის გამოცდის ჩატარების პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, "არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  3 თებერვლის №8/ნ ბრძანებისა და "ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ" თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 9 სექტემბრის №104/2013 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველთათვის გამოცდის ჩატარების პროცედურა №1 დანართის შესაბამისად;
2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                                      ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება