2016-02-01
ბრძანება №:12/01-01
,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ რექტორის 2016 წლის 14 იანვრის #03/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ რექტორის 2016 წლის 14 იანვრის
№
03/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 ქვეპუნქტის, თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ ნიორაძის 2016 წლის 26 იანვრის №2123/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ რექტორის 2016 წლის 14 იანვრის №03/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის ,,ბ.ი’’ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ი) გელა დევიძე - თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-მკვლევარი.“;
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
« უკან დაბრუნება