2013-03-20
ბრძანება №:641/01-04

"ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე" რექტორის 2013 წლის 13 მარტის #564/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე" რექტორის 2013 წლის 13 მარტის #564/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 13 მარტის "ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე" #564/01-04 ბრძანებით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების გარკვეულ ნაწილს შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო. მათ შორის, ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე _ მედიცინა (ინგლისურენოვანი) ჩარიცხულ სტუდენტებსაც.
წარმოებისას დადგინდა, რომ უნივერსიტეტის რექტორის  2012 წლის  19 ნოემბრის "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" #158/01-01 ბრძანებით 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა  3-15 აპრილი. შესაბამისად, აღნიშნული სტუდენტებს არ უნდა შეჩერებოდათ სტუდენტის სტატუსი.
ასევე, დადგინდა, რომ მედიცინის ფაკულტეტის სხვა სტუდენტებს ადმინისტრაციული რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა დადგენილ ვადებში, თუმცა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზის გამო, ეს მონაცემები დაფიქსირდა მოგვიანებით, როდესაც უკვე გამოცემული იყო რექტორის ზემოაღნიშული ბრძანება.
 ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 13 მარტის "ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე" #564/01-04 ბრძანების პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით დამტკიცებულ 6 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს, ახალი წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი №6, მედიცინის ფაკულტეტი).
2.    შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში  1 (ერთი) დღის ვადაში.
3.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
4.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.




რექტორი                                 ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება