2010-12-13
ბრძანება №:117/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 3 სექტემბრის №75/01-01 “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 საწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 15 ივნისის №135/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ” ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 3 სექტემბრის №75/01-01 “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 საწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 15 ივნისის №135/0201 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ” ბრძანების პირველ მუხლში და 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სასესიო და არდადეგების პერიოდი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ბაკალავრიატი/პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა:
ა) “სასესიო პერიოდი – 4 იანვარი – 28 იანვარი (ძირითადი გამოცდები), 3 თებერვალი – 10 თებერვალი (დამატებითი გამოცდები)”.
ბ) “არდადეგები - 11 თებერვალი – 27 თებერვალი”.
უმაღლესი საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა:
ა) “სასესიო პერიოდი – 24 იანვარი – 5 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 7 თებერვალი – 15 თებერვალი (დამატებითი გამოცდები)”.
ბ) “არდადეგები - 16 თებერვალი – 27 თებერვალი”.
უმაღლესი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამა:
ა) “სასესიო პერიოდი – 24 იანვარი – 5 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 7 თებერვალი – 15 თებერვალი (დამატებითი გამოცდები)”.
ბ) “არდადეგები - 16 თებერვალი – 27 თებერვალი”.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 3 სექტემბრის №75/01-01 “ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 საწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 15 ივნისის №135/0201 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ” ბრძანების პირველ მუხლში და 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ბაკალავრიატი/ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/ მაგისტრატურა/ დოქტორანტურა:
ა) “ადმინისტრაციული რეგისტრაცია _ 14 თებერვალი - 26 თებერვალი”.
ბ) “აკადემიური რეგისტრაცია _ 16 თებერვალი – 27 თებერვალი”.
გ) “სააუდიტორიო მეცადინეობები _ 28 თებერვალი – 11 ივნისი”.
დ) “სასესიო პერიოდი _ 13 ივნისი – 2 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 11 – 19 ივლისი (დამატებითი გამოცდები)”.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ა. კვიტაშვილი