2012-02-16
ბრძანება №:18/01-01
„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2012 წლის 30 იანვრის №08/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“,„ს“ „ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2012 წლის 30 იანვრის №08/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება - 16 – 20 თებერვალი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 18 - 21 თებერვალი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 22 თებერვალი;
ა.დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 23 თებერვალი.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება