2011-09-06
ბრძანება №:1476/01-04
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 27 აპრილის "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ" №887/01-04 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში შემოვიდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის კონსულტანტისა (№21463/02. 12.08.2011) და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის (№21782/02. 18.08.2011) წარდგინებები, რომლითაც ითხოვენ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 27 აპრილის №887/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს განცხადებით მომართეს ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა გივი ლელაძემ (№22078/02. 23.08.2011), ზურაბ ნემსიწვერიძემ (№22075/02. 23.08.2011) და ნათია კერვალიშვილმა (№22076/02. 23.08.2011), რომლითაც ითხოვეს სტუდენტის სტატუსის აღდგენა. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა შემდეგი:
ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გულისხმობს სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ გადახდას თსუ-ში დადგენილი წესების დაცვით. რექტორის 2011 წლის 27 აპრილის "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ" #887/01-04 ბრძანებით სტუდენტის სტატუსი შეცდომით შეუჩერდათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც ადმინისტაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში გადაიხადეს სწავლის საფასური, რაც დასტურდება უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობებით.
რექტორის ამავე ბრძანებით სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც მოპოვებული აქვთ 100% დაფინანსება. ვინიდან ამ კატეგორიის სტუდენტები ავტომატურად გადიან ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, ისინი არ უნდა მოხვედრილიყვნენ ზემოაღნიშნულ ბრძანებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან რექტორის 2011 წლის 27 აპრილის "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ" №887/01-04 ბრძანებით გამოცემისას არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული გარემოებები. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებული სტუდენტების ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-3 ნაწილის, მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის კონსულტანტის 2011 წლის 12 აგვისტოს №21463/02 წარდგინების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2011 წლის 18 აგვისტოს №21782/02 წარდგინების, გივი ლელაძის 2011 წლის 23 აგვისტოს №22078/02, ზურაბ ნემსიწვერიძის 2011 წლის 23 აგვისტოს №22075/02 და ნათია კერვალიშვილის 2011 წლის 23 აგვისტოს №22076/02 განცხადებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ბათილად იქნას ცნობილი უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 27 აპრილის "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ" №887/01-04 ბრძანება, წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებული სტუდენტების ნაწილში.
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 3);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 4).
2. შეტანილ იქნას ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (1 თვის ვადაში).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება