2017-04-05
ბრძანება №:87/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის   20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების   შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი. საღარეიშვილის 2017 წლის 09 მარტის №3006/10, 30 მარტის №4548/10, თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის   გ. ტალახაძის 2017 წლის 22 მარტის №3968/29 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ. დოლბაიას 2017 წლის 03 აპრილის №4703/30  კორესპონდენციების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის #173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების დანართი #1-ის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,56”-ე პუნქტი:
,,56. ნათია გოგიჩაშვილი _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი _  სარეალიზაციო წიგნებსა,  კომპიუტერულ   ტექნიკაზე   და 
#DY00146831 საკონტროლო-სალარო აპარატზე (ი. ჭავჭავაძის გამზ. #1) პასუხისმგებელი პირი”.

ბ) ბრძანების დანართი №1-ის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,22-ე” პუნქტი:
,,22. ტიგრან ზახარიანი - თსუ ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის სპეციალისტი – ფაკულტეტზე არსებულ №DY00146829 საკონტროლო-სალარო აპარატზე და ქსეროქსზე  (ი. ჭავჭავაძის გამზ. №3) მატერიალურად პასუხისმგებელი პირი”. 
გ) ბრძანების დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. მაია ჟღენტი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”. 
დ) ბრძანების დანართი №1-ის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი”
,,6. მარიამ გოგოლაძე – თსუ ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი - ფაკულტეტზე არსებულ №DY00062522 საკონტროლო-სალარო აპარატზე და ქსეროქსზე               (მე-3 სასწავლო კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11) მატერიალურად პასუხისმგებელი პირი”.  
ე) ბრძანების 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-6 პუნქტი:
,,6. მარიკა შენგელია – უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტი-გამომცემლობაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და №DY00101967 საკონტროლო-სალარო აპარატზე (ი. ჭავჭავაძის გამზ. №14)  მატერიალურად პასუხისმგებელი პირი”. 
ვ) ბრძანების 28-ე მუხლის მე-7, 14-ე  და 23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ.ა) ,,7. ლელა ფოფხაძე _ თსუ ბიბლიოთეკის გ. წერეთლის სამკითხველო დარბაზის გამგე _ სამკითხველო დარბაზის ფონდზე და №DY00062511 საკონტროლო - სალარო აპარატზე  (უნივერსიტეტის ქ. №11) პასუხისმგებელი პირი;
ვ.ბ) ,,14. ვახტანგ ჩაჩხიანი –Bთსუ ბიბლიოთეკის უფროსი სპეციალისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზებში (ი. ჭავჭავაძის გამზ. №1) ასლგადამღებ აპარატებსა და №DY00100760 საკონტროლო - სალარო აპარატზე პასუხისმგებელი პირი;
ვ.გ) ,,23.  შუშანიკ ასათიანი – სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზის გამგე – სამკითხველო დარბაზის წიგნად ფონდზე და №DY00146830 საკონტროლო-სალარო აპარტზე  (ი. ჭავჭავაძის გამზ. №13) პასუხისმგებელი პირი”;
ზ) ბრძანების დანართი №1-ის 29-ე მუხლის ,,ბ” პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე  ,,ბს” ქვეპუნქტი:
,,ბ.ს) თინათინ დარჩია – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზების მომსახურებისა და აბონემენტის განყოფილების უფროსი – სამკითხველო დარბაზში არსებულ №DY00094859 საკონტროლო-სალარო აპარატზე და ქსეროქსზე (ალექსიძის ქუჩა №1/4) მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.  
თ) ბრძანების დანართი N1-ის 30-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  
,,18.  თამარ ჯუმუტია _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი - №DY00062516 საკონტროლო-სალარო აპარატზე პასუხისმგებელი პირი (მე-5 სასწავლო კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №36)”.
ი) ბრძანების დანართი №1-ის 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 26-ე და 27- პუნქტები:
ი.ა) ,,26. მზია ნოზაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი (წიგნების რეალიზატორი) – მე-10 სასწავლო კორპუსში  (უნივერსიტეტის ქუჩა №2) მდებარე წიგნის მაღაზიაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და №DY00152191 საკონტროლო-სალარო აპარატზე პასუხისმგებელი პირი”
ი.ბ) ,,27. ვალერი არღუთაშვილი - ასისტენტ_პროფესორი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  მენეჯერი - თსუ მეათე (მაღლივი) და პირველი კორპუსების კვების ობიექტებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი”.  
კ) ბრძანების დანართი №1-ის 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 25-ე პუნქტი:
,,25. გიორგი ღუდუმიძე – მე-10 სასწავლო კორპუსის (უნივერსიტეტის ქ. N#2) კვების ობიექტის №DY00152192 საკონტროლო-სალარო აპარატზე პასუხისმგებელი პირი”.
ლ) ბრძანების დანართი №1-ის 50-ე მუხლის მე-16 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ხათუნა ქარქაშაძე - ფინანსური მენეჯერი - №DY00088966 საკონტროლო-სალარო აპარატზე პასუხისმგებელი პირი” (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ინგოროყვას ქ. №8)”. 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება