2007-01-22
ბრძანება №:06/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება "2006–2007 სასწავლო წლის დაწყების და სასწავლო პროცესის დარეგულირების შესახებ" რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 29 სექტემბრის N01-01/240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ბრძანება N06/01–01)


"2006–2007 სასწავლო წლის დაწყების და სასწავლო პროცესის დარეგულირების შესახებ" რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 29 სექტემბრის N01-01/240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 63–ე მუხლის და "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ორგანიზების მიზნით

ვბრძანებ:

  1. შეტანილ იქნეს ცვლილება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 29 სექტემბრის N01-01/240 ბრძანების 2006-2007 სასწავლო წლის საწყების და სასწავლო პროცესის დარეგულირების შესახებ" პირველ პუნქტში და მისი დ), ე), ვ) და ზ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    "დ) ზამთრის საგამოცდო სესია ჩატარდეს 2007 წლის 22 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათვლით;

    ე) სემესტრებს შორის არდადეგები გამოცხადდეს 2007 წლის 19 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით;

    ვ) 2006-2007 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი დაიწყოს 2007 წლის 5 მარტს და დამთავრდეს 16 ივნისს;

    ზ) ზაფხულის საგამოცდო სესია ჩატარდეს 2007 წლის 18 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით."

  2. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის.
  3. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი" და განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
  5. საფუძველი: რექტორის გადაწყვეტილება.

    რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება