2014-10-01
ბრძანება №:169/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2014 წლის 06 აგვისტოს #131/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ’’ დებულების მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების 2014 წლის 06 აგვისტოს №24171/02, 2014 წლის 05 აგვისტოს №24113/02, 2014 წლის 08 აგვისტოს №24441/02, 08 აგვისტოს №24539/02, 08 აგვისტოს №28166/02 წარდგინებების საფუძველზე,

 ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2014 წლის 06 აგვისტოს №131/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე ,,კ” ქვეპუნქტი:
,,კ) შორენა თურქიაშვილი – ასისტენტ - პროფესორი”.
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე ,,ი” და ,,კ” ქვეპუნქტები:
,,ი) ნინო ოკრიბელაშვილი – პროფესორი
,,კ) ნინო ჩიხლაძე – ასოცირებული პროფესორი”.
გ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე ,,კ” ქვეპუნქტი:
,,კ) ქეთევან თედლიაშვილი – უფროსი მეცნიერ თანამშრომელი”. 
დ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე ,,თ” ქვეპუნქტი:
,,თ) თამარ ჯობავა – მთავარი  მეცნიერ - მკვლევარი”. 
ე) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე ,,ვ”, ,,ზ”, ,,თ”, ,,ი”, ,,კ”  ქვეპუნქტბი:
,,ვ) ჯამლეტ მონასელიძე – მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი;
ზ) სულხან ნანობაშვილი - მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი;
თ) ალექსანდრე ღონღაძე - მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი;
ი) ნელი საპოჟნიკოვა - მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი;
კ) მანანა სვანიძე - უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი”.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი   ვლადიმერ პაპავა               
                   
« უკან დაბრუნება