2014-11-18
ბრძანება №:1927/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის  2014 წლის 24 ოქტომბრის (კანცლარიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი: №37265/02, 24.10.2014) წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის, 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად:

ა. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
   მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა:
1. წერეთელი ირაკლი 


ბ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა:
1. ბერძენიშვილი ნატალია  
2. თედიაშვილი ნინო 
3. ქუთათელაძე გუჩა 
4. შავიძე  მაია 

გ. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
    მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა:
1. ბერძენიშვილი ცვატა 
2. წარმოების განხორციელება დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს. 
3. წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვინეს 15 დეკემბერისა. 
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული მხარისათვის გაცნობისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, #6)

რექტორი, პროფესორი                      აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება