2010-03-16
ბრძანება №:50/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტთა შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტთა შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის  დამტკიცების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    დამტკიცდეს მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის ექსპერტთა შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
     1) რომან  ხარბედია (თავმჯდომარე)
     2) დავით ჩერქეზიშვილი
     3) ირაკლი საღარეიშვილი
     4) ნათელა ლაცაბიძე
     5) ლელა ბენიძე
     6) დავით ბერეკაშვილი
2.  დამტკიცდეს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტთა შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
3.  ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ადმინისტრაციის  მოვალეობის  შემსრულებლის 2010 წლის 24 თებერვლის ბრძანება №34/02-01 "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  ექსპერტთა შერჩევის შესახებ".




ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                    რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება