2017-09-27
ბრძანება №:216/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე

                  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N№135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების უვადოდ გადაცემის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 30 მაისის №498 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის  შინაგანაწესი” (დანართი №1).
2.    წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 02 დეკემბრის N190/02-01 ბრძანება  (მასში შესული ცვლილებებითა და დამატებებით).
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - ,,თბილისის უნივერსიტეტი’’ გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ რედაქტორს ნინო კაკულიას.
4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საფინანსო  და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
6.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                           ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება