ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ (ბრძანება N74/01-01)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
`უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, `ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე~ 2007 წლის 9 ივლისის #62/01-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ისტორიის მიმართულების (არქეოლოგია) სრული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაფარიძე ოთარი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი, აკადემიკოსი;
ბ) ლიჩელი ვახტანგი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
გ) კვიციანი ზვიადი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტში~ და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 30 აგვისტოს #11329/0წარდგინება
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა