ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომიისის დამტკიცების შესახებ (ბრძანება N19/01-03)
ბრძანება № 19/01-03
17.08.2007
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
..უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების დამტკიცების შესახებ 2007 წლის 9 ივლისის N 62/01-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ისტორიის მიმართულებით (აღმოსავლეთ ისტორია) სრული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით.
ა) გიორგი სანიკიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
ბ)მარინე ჯიქია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
გ)ნანი გელოვანი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი" და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის დროებით შემსრულებლის წარდგინება N 10847/02 15,08,2007 წელი.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება