2014-01-13
ბრძანება №:02/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №150/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის 2014 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად ვადების დადგენის თაობაზე

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.   ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფორუმის ჩატარდეს 2014 წლის 23 აპრილს.
2. უნივერსიტეტების ფაკულტეტებსა და შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებს დაევალოთ საკონკურსო კომისიების წევრების კანდიდატურების უნივერსიტეტის რექტორისათვის წარდგენა არაუგვიანეს 2014 წლის 17 იანვრისა, რექტორის ბრძანებით დამტკიცების მიზნით.
3. საკონკურსო კომისიებს დაევალოს ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობაზე კონკურსი გამოაცხადოს არაუგვიანეს 2014 წლის 31 იანვრისა.
4. უნივერსიტეტის ფაკულტეტებს დაევალოთ ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობისათვის უფლებამოსილ პირთა მოხსენებების დადგენილი წესით მიღება 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით;
5. საკონკურსო კომისიებს დაევალოს ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმზე წარსადგენი მოხსენებები შეარჩიოს არაუგვიანეს 2014 წლის პირველი აპრილისა.
6. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
8.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                                                                            ვლადიმერ პაპავა                     
« უკან დაბრუნება