2015-07-09
ბრძანება №:109/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში რექტორის მოადგილეებისათვის რექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების რიგითობის განსაზღვრის თაობაზე

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში  რექტორის მოადგილეებისათვის რექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების რიგითობის  განსაზღვრის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9 და        მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების კანონმდებლობით განსაზრულ შემთხვევებში დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შესრულება დაეკისროთ შემდეგი თანამდებობის პირებს:
ა) ლევან ალექსიძე - რექტორის მოადგილე, პროფესორი;
ბ) იოსებ სალუქვაძე - რექტორის მოადგილე, პროფესორი;
გ) მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, პროფესორი.
2. თუ რექტორის სხვა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, რექტორის მოვალეობის შესრულების მიზნებისათვის დადგინდეს მონაცვლეობითი რიგითობა და პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის შემდგომ, მომდევნო ჯერზე მოვალეობის შესრულება დაეკისროს პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს, შემდგომ პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს, ხოლო შემდგომ შემთხვევებში იგივე რიგითობის დაცვით.
3. იმ შემთხვევაში როდესაც წინამდებარე ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მიზეზებიდან გამომდინარე (მივლინება, შვებულება და სხვა) ვერ სრულდება რექტორის მოვალეობა, რექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ამავე პუნქტით განსაზღვრულ რიგითობით მომდევნო თანამდებობის პირს.  
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.  ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება