2013-03-25
ბრძანება №:35/01-01

,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ”- რექტორის 2013 წლის 13 მარტის #32/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე

,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ”- რექტორის 2013 წლის 13 მარტის #32/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე

    სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” - რექტორის 2013 წლის 13 მარტის #32/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი, 2012 წლის 13 მარტის ნაცვლად დაფიქსირდეს 2013 წლის 13 მარტი და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  ,,3. კონკურსი გამოცხადდეს 2013 წლის 13 მარტს. საკონკურსო                 დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 15 აპრილიდან 2013 წლის 15 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2013 წლის პირველი სექტემბრისა”.
2.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში";
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5.     ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                    ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება