2012-02-29
ბრძანება №:186/01-04
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მირანდა გორდეზიანის მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, თსუ-ს რექტორის 2012 წლის 24 თებერვლის #156/01-04 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 23 თებერვლის #4043/02 წერილისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 29 თებერვლის №04-2414 დასკვნის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით, II სემესტრში 36 კრედიტის აღიარებით ჩაირიცხოს მირანდა გორდეზიანი (პირადი #60001151034).2. რექტორის ბრძანება გამოცემიდან 7 დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსადრე კვიტაშვილი « უკან დაბრუნება