2014-07-15
ბრძანება №:111/01-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი დამატებითი ღონისძიებების შესახებ’’ რექტორის 2013 წლის 4 ნოემბრის #137/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 ქვეპუნქტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ტარიელ ზარანდიას 2014 წლის 10 ივლისის №21439/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი დამატებითი ღონისძიებების შესახებ’’ რექტორის 2013 წლის 4 ნოემბრის №137/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოახდინოს ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა.“;
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა