2011-01-13
ბრძანება №:05/01-01
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 24 აპრილის N23/01–01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2010 წლის 28 დეკემბრის №31795/02 განცხადების საფუძველზე,
1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადდეს კონკურსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის;
2. განაცხადების მიიღება იწარმოებს 2011 წლის 17 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში;
3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ იხელმძღვანელოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 24 აპრილის N23/01–01 ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებით;
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
6. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი « უკან დაბრუნება